პროექტის სახელი - ჩემი სოფელი
პროექტის მოკლე აღწერა - მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს საკუთარი სოფლის შესახებ, მის წარმოშობას, სახელთან დაკავშირებულ ცნობებს, მოგვაწოდებენ ინფორმაციას სოფლის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ.
პროექტის სრული აღწერა - მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს საკუთარი სოფლის შესახებ, მის წარმოშობას, სახელთან დაკავშირებულ ცნობებს, მოგვაწოდებენ ინფორმაციას სოფლის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ, ,გამოიკვლევენ მათ ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას, ღირშესანიშნავ ადგილებს, ბუნებას. ამ სოფლის შესახებ ეთნოგრაფიულ მუზეუმებში მოიკვლევენ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მასალას, ხოლო მოსახლეობასთან გასაუბრებით კი მოიძიებენ ძველ ლეგენდებს, თქმულებებს, რეალურ ფაქტებს. ასახავენ ფოტოებზე. შეადგენენ რუკებს, გეგმებს, მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ ესეები თავიანთი სოფელზე მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ, ასევე ლექსები. შეგროვებული მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომებს, ბროშურებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას და ა. შ. საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.
მონაწილეთა ასაკი - 10დან-17წლამდე (5-12კლასები)
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში - მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით,მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ჩანახატების შესრულება, ფოტოალბომის შექმნა, ვიქტორინის, დისკუსიის გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა…
მოსალოდნელი შედეგები - ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ბლოგი, ელექტრონული ჟურნალი, ჩანახატი, ესეები. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების, ინტერვიუს აღების, რუკების, ცხრილების შედგენის, ორიენტაციის, მიმართულების განსაზღვრის, უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, აღჭურვილობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობიან საკუთარი სოფლის ისტორიას.
სარგებელი სხვებისთვის - გაეცნობიან სხვადასხვა სოფლის ყოფას, მის წარსულსა და აწმყოზე შეიტყობენ მნიშვნელოვან ინფორმაცას, ფოტოგამოფენის და ბლოგის ნახვისას მიიღებენ ესთეტიურ სიამოვნებას. იმდიდრებენ ცოდნას საქართველოს ისტორიაში; ლიტერატურასა და ხელოვნებაში; ეცნობიან საქართველოს კუთხეების თავისებურებებს; ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ თანატოლებს თავის პროექტებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია-გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი სოფლის შესახებ, ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიება, შედგენილი ცხრილების, რუკების, სახით აწარმოებენ წარმოდგენილი ინფორმაციის განმარტებას.
გეოგრაფია- გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას,
ლიტერატურა-შემოქმედი ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს: ლექსების, ესეების, ჩანახატების შექმნაში, მოიძიებენ თქმულებებს და ლეგენდებს.
ხელოვნება-გააკეთებენ ალბომს, დახატავენ, გამოიკვლევენ სოფელში არსებული არქიტექტურული ძეგლის არქიტექტურას, მის წარმოშობას და ასაკს.
რელიგია-შეისწავლიან ამ მხარის რიტუალებს, ადათ-წესებს.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან -
პროექტის ფასილიტატორის სახელი - ეკატერინე ჭალიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: - ekachala@gmail.com
პროექტის ფორუმი -
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი - eka-karaleti.blogspot.com